ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

  • ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურულ პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.

პროექტის შესაბამისად დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ამოიწმინდა სანიაღვრე არხები.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 439 484 ლარი შეადგინა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ სასოფლო გზის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე განახორციელა.