პირველ მაისში ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს

  • პირველ მაისში მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს.

საუბნო გზის რეაბილიტაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გია ჩაბალუხა გაეცნენ.

სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და 2023 წელს დასრულდება.

ხობის მუნიციპალიტეტუს ნერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტია.პარალელურად გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში, ხეთის და გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.