ხობში, კოლხეთის დასახლებაში გზის რეაბილიტაცია სრულდება

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ ხობში, კოლხეთის დასახლებაში გზის რეაბილიტაცია სრულდება.

ინფრასტრუქტურულ პროექტს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

განხორციელებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.

უწყების ცნობით, პროექტის შესაბამისად მოეწყო ეზოებთან მისასვლელები, ავტოსადგომი, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები და იგება ასფალტის საფარი.