ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, გია ჩაბალუხასთან ერთად გაეცნენ.

უწყების ცნობით, გზაზე იგება ბეტონის საფარი, ამოიწმინდება სანიაღვრე არხები და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 282 400 ლარია.