გურიფულში “მარულას” შეჯიბრი გაიმართა

  • გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრება ერთ-ერთ უძველეს ეროვნულ სახეობა მარულაში.

ხობის მუნიციპალუტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში პირველი ადგილი – თემურ კუპრაძემ (ახალ სოფელი), მეორე ადგილი – ბეჟან არახამიამ (ხეთა), მესამე ადგილი კი – თემურ უსანატოვმა (ნოჯიხევი) დაიკავა. გამარჯვებულ და პრიზიორ ცხენოსნებს ფულადი ჯილდო და თასები გადაეცათ.

ღონისძიებას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.

სპორტული შეჯიბრება მივიწყებული ტრადიციების აღდგენა-პოპულარიზაციას, ხალხური საცხენოსნო თამაშობების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავდა მიზნად.

მარულა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.