გაღმა საჯიჯაოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დაიგება რკინა-ბეტონის საფარი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და ეზოებში შესასვლელები.

ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 282 799 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “შარა-გშამშენი პირველი” აწარმოებს.