ხობში სტიქიის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა და წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდა მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა და წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდა მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის სპეციალური კომისია ადგილზე სწავლობს მდგომარეობას და ითვლის ზარალის მოცულობას.

11 სექტემბერს სოფელ ზუბში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა სახლები და სავარგულები. ხე დაეცა სატვირთო მანქანას. დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან დახმარებას მიიღებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *