ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ღელე შხერულაზე ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით მერია ახორციელებს.

“პროექტით გათვალისწინებულია ლითონის ხიდის მშენებლობა, ორ ადგილას რკინა-ბეტონის მილხიდის და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდება, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი მინიმუმამდე შემცირდება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე წყალდიდობის დროს გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდა, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთები იტბორებოდა.

სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 218 000 ლარს შეადგენს.”-აღნიშნულია ხობის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.