- ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის მშენებლობა დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო ხელოვნური საფარი და მოეწყო სკამები.
ახალი სტადიონი ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს.
ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 108 000 ლარამდეა.
პროექტი მოსახლეობის ინიციატივით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მერიამ განახორციელა.