- დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის და გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გენდერული თანასწორობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომელმა თამთა ალანიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებში სპეციალისტმა თამუნა სიჭინავამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „დავიწყოთ ახლას“ დირექტორმა ნანა გოგოხიამ მოქალაქეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, გენდერული თანასწორობის, ნაადრევი ქორწინების საკითხებზე და პრევენციის მექანიზმებზე მიაწოდეს ინფორმაცია და შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს.
საინფორმაციო ტიპის შეხვედრები მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.