„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

ხობის მუნიხიოალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარე განათების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს:

ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა პირველ ხორგაში, ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში, შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გამოღმა შუა ხორგაში და გაღმა შუა ხორგაში, პატარა ფოთში.

უწყების ცნობით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2023 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 23 ადმინისტრაციულ ერთეულში 49 პროექტი განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განსახორციელებლად 922 000 ლარია გამოყოფილი.

განსახორციელებელი პროექტები მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩიეს.