- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, პროექტის შესაბამისად მოეწყობა ლითონის ღობე, სკამები, განათების სისტემა და დაიგება ხელოვნური საფარი.