საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 56 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის  2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 56 პაციენტი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლინდა 716 შემთხვევა, აჭარა – 128, იმერეთი – 321, ქვემო ქართლი – 135, შიდა ქართლი – 104, გურია – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 192, კახეთი – 263, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *