მიმდინარეობს სტადიონის მშენებლობა

  • ხობის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.

ქალაქ ხობში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდება.

უწყების ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური საფარის დაგება, განათების, ტრიბუნების და ელექტრო ტაბლოს მოწყობა. აშენდება ფეხბურთელთა გასახდელი შენობა და კეთილმოეწყობა ეზო.

პროექტის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მერის მოადგილესთან ერთად გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ასევე გაეცნო ხობის ცენტრალურ პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს