“ენმ”-ს საკრებულოს წევრები ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ

  • ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”წევრებმა.

“იმისთვის, რომ ერთობა გახდეს შესაძლებელი, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგენლობითმა ყრილობამ აირჩიოს პოლიტიკური საბჭო.

ამ პოზიციას იზიარებენ და განცხადებას ხელმოწერით უერთდებიან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 11-დან 10 საკრებულოს წევრი: ია ჯიშკარიანი, გურიელ ქარდავა, ლევან ლაშხია, ლელა ადანაია, ვეფხვია ფოცხორაია, მოგელი ხუხია, ნინო ბოკუჩავა, ბესიკ თამლიანი, ფელიქს წურწუმია, ჯანსუღ ჯიშკარიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.