ხობში უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ ხობის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 155 ბენეფიციარს გადაეცა.

უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, ასევე გადაეცათ შავი ზღვის ტერმინალის (ყულევის) სასურსათო პაკეტები.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს