ხობში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა

  • ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩა N195-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 44480 ლარი შეადგინა.

ინფორმაციისთვის: ქალაქ ხობში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების განახლების პროგრამის ფარგლებში 13 საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა.