ხობში მოქალაქეებს უფასო კვლევები ჩაუტარდათ

  • ქალაქ ხობში, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო კვლევები ჩატარდა.

მოქალაქეებმა ჩაიტარეს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის კიბოს სკრინინგი, ასევე B და C ჰეპატიტების აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები და არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი.

ფოტო: ხობის მერია