ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება დაწყებულია.

ფოტო: მეცხრე ტალღა