ჭალადიდში და ზემო ქვალონში მინი სტადიონების რეაბილიტაცია განხორციელდა

  • ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონების რეაბილიტაცია განხორციელდა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინორმაციით, პროექტის შესაბამისად – მოეწყო განათების სისტემა, დაიგო ხელოვნური საფარი, მოწესრიგდა ღობე და გულშემატკივართა განთავსების სივრცე.

უწყების ცნობით, პროექტების სახელშეკრულებო ღირებულებამ 170 102 ლარი შეადგინა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

ინფორმაციითვის: მიმდინარე წელს მერია ქალაქ ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე და თორსა-დღვაბაში ხელოვნურსაფარიანი მოედნების მშენებლობას, ხოლო შავღელეში – მინი სტადიონის რეაბილიტაციას განახორციელებს.