- ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაშფერდში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის ხიდი, ეზოებთან მისასვლელები, სანიაღვრე არხი, საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია ადგილზე გაეცნენ.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 686 391 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

