პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გოგი ბუკიას ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, გია ჩაბალუხასთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში – იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, საგზაო ნიშნები, ხელოვნური ბარიერი, რეაბილიტირდება ეზოებში შესასვლელები.

ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 392 000 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს