კრივის სკოლის ნორჩი მოკრივეების მონაწილეობით ტურნირი გაიმართა

  • ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენის კრივის სკოლის ნორჩი მოკრივეების მონაწილეობით ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.

სპორტული შეჯიბრების გამარჯვებული და პრიზიორი მოკრივეები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს