თორსა-დღვაბის საჯარო სკოლის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება

  • ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის სახურავის მოწყობის პროექტი ხორციელდება.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიტ, სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 57 333 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურულ პროექტს ხობის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს.