9 ივნისიდან მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართება

  • საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში.

ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.

ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. გუნდები იასპარეზებენ როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონულ დონეზე. მონაწილეობის უფლება აქვთ ახალგაზრდებს 18 წლის ასაკიდან.