4 აგვისტომდე ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე.

უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).