სამ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.

სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 1 სექტემბერს დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ, ანაზღაურებად სტაჟირებაზე, 14 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა კონკურსი:

ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი საქმისწარმოების საკითხებში –

https://shorturl.at/h3gxY

ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი საჯარო ინფორმაციიის მომზადების საკითხებში –

https://shorturl.at/CL3C9

ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში –

https://shorturl.at/wWW6N

ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი ადამიანური რესურსის მართვის საკითხებში –

https://shorturl.at/v3X9E

ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში –

https://tinyurl.com/r3b3782t

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სტაჟიორი შესყიდვების საკითხებში –

https://tinyurl.com/mud6jsmf

ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის სტაჟიორი მუნიციპალური ქონების მართვის საკითხებში –

https://tinyurl.com/3ydr6m8x

ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის საკითხებში –

https://tinyurl.com/5sm46aaa

ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორი მშენებლობისა და არქიტექტურის საკითხებში – https://tinyurl.com/yt3uxyn2

კულტურის, განათლების, სპორტის,ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტაჟიორი ძეგლთა დაცვის საკითხებში – https://tinyurl.com/3hpcdkxu

კულტურის, განათლების, სპორტის,ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტაჟიორი სპორტის საკითხებში –

https://tinyurl.com/3hpcdkxu

შრომის, საზოგადოებრრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სტაჟიორი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში – https://tinyurl.com/yxw8vds8

შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის სტაჟიორი შიდა აუდიტის საკითხებში –

https://tinyurl.com/46wmcw4y

ზედამხედველობის სამსახურის სტაჟიორი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის საკითხებში –

https://tinyurl.com/ymwkb947

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.