26 მაისი ხობში

  • ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კულტურული და სპორტულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში მოეწყო საბავშვო სივრცე, ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრების კოსტიუმირებული გმირები ზრუნავდნენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული „თორსა“ გახდა.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, ანსამბლ „კოლხეთის“ და შემოქმედებითი ჯგუფების შესრულებით აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში ჯგუფი ,,შარას’’, ადგილობრივი შემსრულებლების და ქორეოგრაფიული ჯგუფების მონაწილეობით კონცერტები გაიმართა.