ჯონი ხეცურიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

  • ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჯონი ხეცურიანმა ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ევროპის პირველობაზე ასევე წარმატებით იასპარეზა ნუგზარ წურწუმიამ, რომელიც ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.