- ხობის საფეხბურთო ცენტრის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე სტარტი აიღო ხობის “კოლხეთი-2”-ის ყოფილი ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას ხსოვნისადმი მიძღვნილმა პირველობამ ფეხბურთში.
ტურნირში ხობის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ბათუმის, მარტვილის, ხონის და ქუთაისის საფეხბურთო სკოლების ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები მონაწილეობენ.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ტარდება.
- ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს