ხობში კონკურს-ფესტივალი “ჰარიდას” დაჯილდოების ფესტივალი ჩატარდა

  • ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი და გალაკონცერტი გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს-ფესტივალში საქართველოს მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლები, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.

კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ საკონცერტო პროგრამის ფარგლებში სოფო ხალვაშის, საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულის, ანდრია ფუტკარაძის და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ კონცერტები გაიმართა.

დასკვნით ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და კონკურს-ფესტივალის ჟიურის წევრები ესწრებოდნენ.

,,ჰარიდა” ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ხელოვნების აკადემიის, მუსიკის აკადემიის მხარდაჭერით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა.

ხობის კონკურს-ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილია.