- ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო 2004 წელს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობენ: სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, დასავლეთ სარდლობის ლოჯისტიკის სამსახურის, ეროვნული გვარდიის, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, საარტილერიო ბრიგადის, ჭალადიდის, საგვიჩიოსა და ხობის „ჭალეს“ ფეხბურთელთა გუნდები.
მემორიალური ტურნირის ფინალი, 21 აგვისტოს, საგვიჩიოს სტადიონზე გაიმართება.