ხობში “აწარმოე საქართველო” საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

  • 30 მაისს 12:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სსიპ ,,აწარმოე საქართველოში’’ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრი სააგენტოს პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს.

სააგენტოს მიზანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მიკრო მეწარმეობის მხარდაჭერა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა.

საინფორმაციო შეხვედრა სსიპ ,,აწარმოე საქართველოში” სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდება.