ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

  • ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა 70 წლამდე მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო ეკიპაჟები იყო მობილიზებული.