ხობის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სასურსათო ნობათი გადაეცათ

  • ხობის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და „შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენლებმა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უფასო სასადილოს 155 ბენეფიციარს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი სასურსათო ნობათი გადაეცა. თავის მხრივ, სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში სასურსათო ნობათი გადასცეს „შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენლებმა.