- ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმადციით, შეხვედრაზე მერმა მუნიციპალურ პროგრამებზე, დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე ეფექტიან რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება.
სამუშაო შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.

