ხეთაში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს შიდა ქართლში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შსს ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გამოვლინდა უკანონო ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ფარდულში. მიმდებარე საქმიან ეზოში კი, სამართალდამრღვევს განთავსებული ჰქონდა 6 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 10 ერთეული სხვადასხვა ზომის ბოძი.

“ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.”-ნატქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.