ჭალადიდში მომხდარ ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხეს შეეჯახა, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კი მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.