- ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური მატჩები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ხობის მუნიპალიტეტის მერია ავრცელებს.
ტურნირის გამარჯვებული ჭალადიდის გუნდი გახდა, მეორე ადგილი პირველი ხორგის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგის გუნდმა დაიკავა.
სპორტულ შეჯიბრებას ზვიად დათუაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.