- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, პროექტის შესაბამისად 3,3-კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 180 ათასი ლარია.
შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

