საალანიო-საფაჩულიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 3,6 კილომეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და კიუვეტები. სამუშაოების ჯამური ღირებულება 3 მილიონ 58 ათას ლარს შეადგენს.

გზის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.