პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ხე-მცენარეებისგან და ნატანი მასისგან იწმინდება 8-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებზე არხების გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

პროექტს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.