ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა

  • ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირის ფინალური შეხვედრები და დაჯილდოება გაიმართა.

სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტურნირში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 125 ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობდა. გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს