- ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპლაიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და რკინა-ბეტონის კიუვეტები. სამუშაოების ღირებულება 1 250 000 ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას სრულად რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.