ნოჯიხევში ახალი ლაბორატორია გაიხსნა

  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში, ახალი ლაბორატორია გაიხსნა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამბულატორიაში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ, ქვეყანაში მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის წარმატებულ რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

უწყების ცნობით, ამბულატორიები დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარით.