მერიამ ახალგაზრდული საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს ‐ ახალგაზრდული საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-დან 29 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებს.

ახალგაზრდული საბჭოს მიზანია: ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა, ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში, ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინების თვალსაზრისით, ახალგაზრდების ინფორმირება, ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მოვლენების, პროგრამების/ქვეპროგრამების და სიახლეების შესახებ. ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრის საქმიანობა არის მოხალისეობრივი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა – 2026 წლის 24 თებერვალი 18:00 საათი.