- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს მობილური ჯგუფების სამუშაოს შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ დასაქმების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრების მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სააგენტოს სერვისებსა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, აქტიური პროგრამებისა და ვაკანსიების გაცნობა. სააგენტოს კონსულტანტებმა მოქალაქეები სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე ადგილზე დაარეგისტრირეს და სხვადასხვა პროფესიული კურსები შესთავაზეს.
სააგენტოს მობილური ჯგუფები განაგრძობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს. ბოლო ერთი წლის მონაცემებით მობილური ჯგუფების მიერ 4000-ზე მეტი სოფლად მცხოვრები მოქალაქის კონსულტირება განხორციელდა.