- ხობის მუნიციპალიტეტის გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. ინ ფორმაციას ამის შესახებ ხობის მუნიციპაიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის შესაბამისად დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო ლითონის ღობე და სკამები. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 77 980 ლარი შეადგინა.
რეაბილიტირებული სპორტული მოედანი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, გაღმა საჯიჯაოში მერის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.
ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამი მინი სტადიონის მშენებლობა და სამის სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი.