ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

  • ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები და რკინა-ბეტონის კიუვეტები. სამუშაოების ღირებულება 441 695 ლარს შეადგენს.

ახალ ხიბულაში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.