ხორციელდება ვენახების კადასტრის პროგრამა

  • ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ღვინის ეროვნული სააგენტო ვენახების კადასტრის პროგრამას ახორციელებს.
  • ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული კადასტრის შექმნა უზრუნველყოფს:
  • მევენახეობა – მეღვინეობის სექტორში არსებული ყველა ერთეულის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, რეგისტრაციას და შენახვას;
  • ვენახების ადგილმდებარეობის, მათი ფართობის, ჯიშური შემადგენლობის და სხვა ატრიბუტების შესახებ ზუსტი ინფორმაციის შეკრებას;
  • ყურძნის მოსავლისა და ღვინის პროდუქციის პროგნოზირებას;
  • სტატისტიკური ანგარიშების შემუშავებას მევენახეობის რეესტრში შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე;

“ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფორმაციის შეკრება ხდება მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.